ცოტა ხნის წინ, თბილისში ყურადრების ცენტრში აღმოჩნდა ქორწილი, რომლის „მოქმედი პირები“ საზოგადოებისათვის მეტნაკლებად ცნობადი სახეები იყვნენ. 1 სექტემბერს პოპულარული რუსი მსახიობისა და ტელეწამყვანის, ლარისა გუზეევასა და ქართველი ტელესახის, კახა თოლორდავას, ვაჟმა, გიორგიმ, ცოლი მოიყვანა.
გიორგი თოლორდავა მოსკოვში ცხოვრობს, ცოლად რუსი გოგონა შეირთო, მაგრამ ქორწილის გადახდა წყვილმა საქართველოში ისურვა.
კახა თოლორდავა, რომელიც ძირითადად მუსიკალურ სფეროში მუშაობს და მუსიკის კრიტიკოსადაა ცნობილი, დაახლოებით ნახევარი წლის წინ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ფილოსოფოს ბაჩოს როლით გამოჩნდა.
– როგორი ურთიერთობა გაქვთ ახლა ლარისა გუზეევასთან?
– დიდებული. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. ჩვენ კარგ მეგობრებად დავრჩით. მასაც უყვარს საქართველოში სტუმრობა ისე, როგორც ჩემს შვილს.
– საკმაოდ თბილი წერილები აქვს დაწერილი საქართველოზე…
– დიახ, რადგან ამ ქვეყნიდან კარგის გარდა არაფერი მიუღია. ჩვენ ცოტა უცნაური ოჯახი ვართ. მისი ქალიშვილიც გვსტუმრობს, მისი მეუღლე ჩემი მეგობარია…