დასახელდა ქვეყნები, სადაც ადამიანები უარყოფით ემოციებს ყველაზე ხშირად განიცდიან

დასახელდა ქვეყნები, სადაც ადამიანები უარყოფით ემოციებს ყველაზე ხშირად განიცდიან

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ერაყი და სამხრეთ სუდანი ეს ის ქვეყნებია, სადაც ადამიანები უარყოფით ემოციებს ყველაზე ხშირად განიცდიან. ამის შესახებ ამერიკულ კვლევითი კომპანია Gallup-ის ანგარიშში წერია.

კვლევისას გამოკითხვა 146 ქვეყანაში ჩატარდა. რესპონდენტთა მესამედზე მეტი ამბობს, რომ ისინი განიცდიან სტრესსა და შფოთვას, ხოლო გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ ისინი გრძნობდნენ ფიზიკურ ტკივილს. დაახლოებით 20% საუბრობდა მწუხარებასა და აღშფოთებაზე.

დასახელდა ასევე ის ქვეყნები, სადაც ადამიანი ყველაზე ნაკლებად გრძნობენ ნეგატიურ ემოციებს. ეს ქვეყნებია: ტაივანი, ესტონეთი, ახალი ზელანდია, შვედეთი, პოლონეთი.

Gallup-ი აღნიშნავს, რომ 2017 წელს მსოფლიოში, უფრო მეტად უარყოფითი ემოციები განიცადეს, ვიდრე დადებითი. ინსტიტუტი ემოციების კვლევას 2006 წლიდან ატარებს.