აკი ბაშოს მეოთხე დღეს ტოჩინოშინმა რთული ბრძოლა ჩაატარა. ლევან გორგაძის მეტოქე კომუსუბი ტამავაში იყო. მას შემდეგ, რაც ქართველი მოწინააღმდეგის დოჰიოდან გადაყვანის მომენტში მეტოქესთან ერთად წაიქცა და დროსაც წარბი დაიზიანა, მსაჯმა განმეორებბითი ბრძოლა დანიშნა.
ტოჩინოშინმა მეტოქე ცუკიოტოშის ილეთით დაამარცხა. ამ გამარჯვებით ქართველს მიმდინარე ბაშოზე 4 შეხვედრიდან 3 მოგება აქვს.
ქართველის მომდევნო მეტოქე იაპონელი სეკივაკე მიტაკეუმი იქნება. აღსანიშნავია, რომ მიტაკეუმი აკი ბაშოზე წაუგებლად ასპარეზობს.
იმისთვის რომ ტოჩინოშინმა ოძეკის წოდება შეინარჩუნოს კაჩი-კოში ანუ დადებითი ბალანსი სჭირდება, ქართველმა მიმდინარე ბაშოზე მინიმუმ 8 შეხვედრა უნდა მოიგოს.