ძმები გვასალიები მოდის ბიზნესში ყველაზე გავლენიანი ფიგურების სიაში ლიდერობენ

ძმები გვასალიები მოდის ბიზნესში ყველაზე გავლენიანი ფიგურების სიაში ლიდერობენ

ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში, BOF-ის მოდის ინდუსტრიაში მომუშავე ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სია წარადგინეს, რომელიც გალა კონცერტით აღინიშნა. სიაში საქართველოდან წელსაც, როგორც წინა 2 წლის განმავლობაში, ორი ფიგურა დასახელდა, დემნა და გურამ გვასალიები.

დემნა გვასალია ამ სიაში პირველად სამი წლის წინ მოხვდა, 2016 წელს კი სიას გურამიც დაემატა და მას შემდეგ ძმები მუდმივად ინარჩუნებენ თავიანთ კუთვნილ ადგილებს.

BOF500 მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი, გავლენიანი ადამიანების ჩამონათვალია.