ია ფარულას გადაცემაში „ფარული კონვერტი“ მომღერალმა თემურ თათარაშვილმა ძველი სიყვარული გაიხსენა. მისი თქმით, ნინო სუხიშვილზე მანამდე იყო შეყვარებული სანამ მომავალ მეუღლეს გაიცნობდა.
„ეს იყო ნინო სუხიშვილი, ნიანუ... მას ყოველდღე ყვავილებს ვუგზავნიდი. მან არ იცოდა, რომ ეს მე ვიყავი. მე ვიყავი შეყვარებული. მეგობრებს ვატანდი და ვთხოვდი, ცუდად ჩაიცვით, ვითომ ყვავილების მიმტანები ხართ-მეთქი. ერთ დღეს გაბრაზდა და იკითხა, ვინ მიგზავნის ამ ყვავილებსო. დიდ ნინო რამიშვილს უთქვამს, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, ადამიანს უყვარხარ და გიგზავნის ყვავილებსო...“ - თქვა მომღერალმა.