პარიზში საუდის არაბეთის პრინცესა გაქურდეს - მოპარულია 800 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა

პარიზში საუდის არაბეთის პრინცესა გაქურდეს - მოპარულია 800 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა

მასშტაბური ქურდობა პარიზში - საუდის არაბეთის პრინცესას ერთ-ერთი პრესტიჟული სასუმროს ნომრიდან 800 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოპარეს. შემთხვევა გასული კვირის პარასკევ საღამოს მოხდა, მაშინ, როცა პრინცესა ნომერში არ იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრი, ძვირფას ნომრებს სასტუმროს ნომრის სეიიფში არ ინახავდა. დაზარალებულის ვინაობას სამართალდამცავები არ ამხელენ, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.