მეგან მარკლის სამსახიობო კარიერაში გადამწყვეტი როლი მისმა სპონტანურმა გადაწყვეტილებამ ითამაშა

მეგან მარკლის სამსახიობო კარიერაში გადამწყვეტი როლი მისმა სპონტანურმა გადაწყვეტილებამ ითამაშა

ყოფილი მსახიობის, მეგან მარკლის სპონტანურმა გადაწყვეტილებამ, კასტინგამდე ცოტა ხნით ადრე გამოეცვალა ტანსაცმელი, მას საშუალება მისცა მიეღო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აშშ-ის სატელევიზიო შოუში Suits. ამის შესახებ The Sun წერს. 

ბრიტანეთის სამეფო კარის ბიოგრაფი, ენდრიუ მორტონი პრინცი ჰარის მეუღლეზე წერს წიგნს „მეგანი: ჰოლივუდის პრინცესა“, რომლის მიხედვითაც, მარკლი შოუს კასტინგზე იასამნისფერი ზედითა და ჯინსით მივიდა, თუმცა, ბოლო წუთს იფიქრა, რომ ადვოკატის როლს მისი ჩაცმულობა არ მოუხდებოდა და H&М-ის მაღაზიაში გაიქცა, სადაც იყიდა შავი კაბა, რომლითაც გაიარა კასტინგი, დაიმსახურა მოწონება და მიიღო რეიჩელ ზეინის როლი.

მარკლმა სამსახიობო კარიერა მას შემდეგ დაასრულა, რაც პრინცი ჰარის მეუღლე გახდა. 

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი 19  მაისს დაქორწინდნენ.