ანტარქტიდაზე ათობით მუმიფიცირებული პინგვინი იპოვეს

ანტარქტიდაზე ათობით მუმიფიცირებული პინგვინი იპოვეს

ანტარქტიდაზე ზოოლოგებმა მუმიფიცირებული პინგვინები აღმოაჩინეს. ამის შესახებ Journal of Geophysical Research-ი წერს.

სპეციალისტების თქმით, ასამდე პინგვინი დაახლოებით 700 და 200 წლის წინ დაიხოცა. მკვლევრები ამ ფაქტს ძლიერ ნალექს უკავშირებენ, რის გამოც პინგვინები იძულებულები გახდნენ საცხოვრებელი ტერიტორია დაეტოვებინათ.

მათი გაყინული ნაწილები თოვლის ქვეშ აღმოსავლეთ ანტარქტიდის სანაპიროზე აღმოაჩინეს

როგორც მოსალოდნელია, კლიმატის ცვლილების გამო ანალოგიური სიტუაცია შესაძლოა კვლავ შეიქმნას, რაც პინგვინების მასობრივი სიკვდილის მიზეზი გახდება.