2018 წლის საუკეთესო ავტომობილები დასახელდა

2018 წლის საუკეთესო ავტომობილები დასახელდა

ექსპერტებმა იმ ავტომობილების სია შეადგინეს, რომლებიც 2018 წელს საუკეთესოებად აღიარეს. რეიტინგი, რომელშიც 13 ავტომობილი მოხვდა, კვლევითმა კომპანია JD Power-მა შეადგინა. 

სპეციალისტებმა სულ 600-ზე მეტი ავტომობილი და მილიონობით მომხმარებლის შეხედულებები შეისწავლეს. შეფასდა ასევე ავტომობილის სანდოობა, ხარისხი, დიზაინი და სხვა მახასიათებლები. 

შედეგად, სიის ლიდერი Porsche 911 გახდა, რომელმაც მაქსიმალური, 94 ქულა მოიპოვა. მეორე ადგილზე Genesis G90 მოხვდა, მესამე ადგილი კი Mercedes-Benz S-Class-ს ერგო. 

რეიტინგში Porsche-ს კიდევ 3 მოდელი მოხვდა.