სოჭში ქართველი ქურდი დაცხრილეს, მაგრამ ვერ მოკლეს

სოჭში ქართველი ქურდი დაცხრილეს, მაგრამ ვერ მოკლეს

სოჭში ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს დავით ქარსელაძეს ("კალატოზა") თავს დაესხნენ. ამის შესახებ რუსული გამოცემა ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს. "წინასწარი გამოძიებით, უცნობები მაკაროვით იარაღით ისროდნენ. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად ის რეანიმაციაშია", – ამბობენ ჟურნალისტები.

გავრცელებული ცნობით, ქარსელაძე სოჭის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია.