ამერიკის ღია ჩემპიონატის ფინალისტმა ხუან მარტინ დელ პოტრომ ამერიკის ღია პირველობის ფინალის დათმობის შემდეგ პირველი კომენტარი ტურნირის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდთან გააკეთა.
„თქვენთან ლაპარაკი ყველაზე ცუდია, რაც შეიძლება დღეს გადამხდენოდა. მე ბევრი ვიტირე, სანამ აქ გამოვიდოდი. ძალიან დამწუხრებული ვარ, რადგან დღეს მე წავაგე. ნოვაკმა მოიგო დამსახურებულად. მან დიდებულად ითამაშა, ძალიან ჭკვიანურად. მე მქონდა შანსი. ვთამაშობდი შესაძლებლობის ზღვარზე, ვცდილობდი შემესრულებინა დარტყმები მარცხნივაც და მარჯვნივაც, მაგრამ ნოვაკი ყველაფერს ასწრებდა. მე მიხარია მისი წარმატება, ის უდიდესი ჩემპიონია“, – განაცხადა მან.