გივი სიხარულიძე: ,,ყველაფერი ამ ერთმა ბიძინამ როგორ უნდა გააკეთოს?”

გივი სიხარულიძე: ,,ყველაფერი ამ ერთმა ბიძინამ როგორ უნდა გააკეთოს?”

მსახიობი გივი სიხარულიძე საქართველოს ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ რამდენიმე თვის წინ ტელეკომპანია ,,იბერიაში” მოყვა:

,,მე არაფერი მიჭირს, ბიძინა ივანიშვილის დასახმარებელი არ ვარ. მე ხომ არაფერი არ გამიკეთა. კაცურად ვამბობ: ყველაფერი ამ ერთმა ბიძინამ როგორ უნდა გააკეთოს? ბიძინა ივანიშვილი ღმერთი არ არის, არის ჩვეულებრივი ადამიანი!..

მე მყავს მეგობარი, საშა ბაშკევიჩი, რომელიც ცნობილი მილიარდერია. ბოდრუმში, თავის გემზე ამიყვანა და მითხრა, ყაზახეთშიც, ინგლისშიც, საფრანგეთშიც ვცხოვრობ. ებრაელი კაცი ვარ და მთელი მსოფლიო ჩემი სამშობლოა. ბიძინა ივანიშვილი თავის თავს მოიაზრებს მხოლოდ საქართველოში. მილიარდები, სასახლეები რომ მისცე, არ უნდა სხვაგან ცხოვრება, უნდა მხოლოდ საქართველოშიო”.