მონა ლიზას იდუმალ ღიმილს კიდევ ერთი ახსნა მოუძებნეს

მონა ლიზას იდუმალ ღიმილს კიდევ ერთი ახსნა მოუძებნეს

ამერიკელი მეცნიერების მოსაზრებით, "მონა ლიზას" იდუმალი ღიმილი ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოთირეოზია. ამის შესახებ ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.

მანდიპ მეჰრა, "ბირგჰემის კლინიკისა და ქალთა საავადმყოფოდან", "მონა ლიზას" პირის კუთხეში ნაკეცზე, შეშუპებულ კისერსა და თმის სიგრძეზე მიუთითებს. ის ასევე ვარაუდობს, რომ მის კანს მოყვითალო ფერი შესაძლოა კაროტინის მომატებული შემცველობის გამო ჰქონდეს.

"მონა ლიზას" საიდუმლო ყველასთვის ცნობილი სამედიცინო დიაგნოზით შეიძლება ამოიხსნას - დაავადება, რომელიც ჰიპოთირეოზთან არის დაკავშირებული", - დაწერა მანდიპ მეჰრამ ჟურნალ Mayo Clinic Proceedings-ში, - "ბევრი თვალსაზრისით, ეს არის დაავადების მიერ გამოწვეული არასრულყოფილების მიმზიდველობა, რომელიც ამ შედევრის იდუმალ არსს და ხიბლს აძლევს", - ამბობს ის.

მანდიპ მეჰრას განმარტებით, ლეონარდო და ვინჩიმ სფუმატოს ხატვის ტექნიკა გამოიყენა. ეს არის გამოსახულების მკაფიო კონტურების ერთგვარი შერბილება, გაბუნდოვნება, რითაც სურათზე ნათლად გადმოიცემა განათებისა და სივრცის ეფექტი.

"მონა ლიზას" ღიმილის საიდუმლოს ამოხსნას დიდი ხანია ცდილობენ. ბოლო ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა მეცნიერმა და სპეციალისტმა სხვადასხვა ახსნა მოძებნა: რომ ის ორსულად არის, ან ტრანსვესტიტია, ან წინა კბილები არ აქვს, ან კიდევ სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე აქვს და ა.შ.