ცნობილია რაში ხარჯავენ უცხოელი ვიზიტორები ყველაზე მეტ თანხას საქართველოში

ცნობილია რაში ხარჯავენ უცხოელი ვიზიტორები ყველაზე მეტ თანხას საქართველოში

უცხოელი ვიზიტორები საქართველოში სტუმრობისას ყველაზე მეტ თანხას საკვებსა და სასმელში ხარჯავენ და ეს საშუალოდ 308,6 მილიონი ლარია. ასეთია 2018 წლის II კვარტლის მონაცემები.

საქსტატის ინფორმაციით, მეორე პოზიციაზეა განთავსებისთვის საჭირო ხარჯი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 252,6 მილიონი ლარი შეადგინა (საშუალო ხარჯი ვიზიტზე).

210,9 მილიონი ლარი უცხოელმა ვიზიტორებმა 2018 წლის II კვარტალში გართობაზე დახარჯეს (საშუალო ხარჯი ვიზიტზე).

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ყველაზე ცოტა უცხოელმა ვიზიტორებმა ძვირფასი ნივთების შეძენაზე დახარჯეს და ამ მაჩვენებელმა 2018 წლის II კვარტალში 3,6 მილიონი ლარი შეადგინა.