კანიბალიზმი არის ქმედება, როდესაც ორგანიზმები თავისივე სახეობის სხვა ინდივიდებს ჭამენ. თუ ეს ადამიანებს ეხება, მაშინ შეგვიძლია გამოვიყენოთ ტერმინი ანთროპოფაგია. კანიბალიზმი ფართოდ გახლდათ გავრცელებული უძველესი დროის ადამიანებში. ეს ფენომენი XIX საუკუნეშიც გვხვდებოდა ავსტრალია-აზიის იზოლირებულ კულტურებში. ფიჯი ერთ დროს ცნობილი იყო, როგორც კანიბალების კუნძული.
კანიბალიზმის ცალკეული შემთხვევა ფსიქიკური გადახრის მქონე ადამიანთა ჯგუფებში დღესაც გვხვდება. მსოფლიოს ისტორიაში უამრავი ადამიანის სახელი და გვარია ცნობილი, რომლებიც კანიბალებად არიან შერაცხული.
1. ალბერტ ფიში
ალბერტ ფიშს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და რამდენიმე წელი ფსიქიატრიულში გაატარა. იქიდან გამოსვლის შემდეგ კი სერიული მკვლელი გახდა. მის მსხვერპლთ შორის იყო 10 წლის მანჰეტენელი გოგონა.
ერთ დღეს ფიშმა გაზეთში ამოიკითხა, რომ ერთ ოჯახს დამხმარე ესაჭიროებოდა. მან თავი ფერმერად გაასაღა და ოჯახის ნდობაც მალე მოიპოვა. თავდაპირველად ოჯახის უფროსის მოკვლა სურდა, მაგრამ გადაიფიქრა, როცა 10 წლის გოგონა შეამჩნია. ალბერტმა გოგონა სახლიდან გაიტყუა, ერთ ქოხში მიიყვანა და ნაკუწებად აქცია, მერე კი 10 დღის განმავლობაში მისი ხორცით იკვებებოდა.
1936 წლის 16 იანვარს კანიბალი ალბერტ ფიში პოლიციამ დააკავა და სასამართლოს გადაწყვეტილებით სიკვდილით დასაჯეს.
2. კანიბალიზმი ანდებში
1972 წლის 13 ოქტომბერს 45 მგზავრიანი თვითმფრინავი უამინდობის გამო ანდების მთებს შეეჯახა. გადარჩენილი 16 ადამიანი მხოლოდ 2 თვის შემდეგ, 1972 წლის 26 დეკემბერს, იპოვეს. 45 კაციდან 12 ადგილზე დაიღუპა, 5 – მეორე დილას და 1 – ჭრილობებით რამდენიმე დღეში. დანარჩენ 27 მგზავრს საშინელ ყინვასთან, შიმშილთან და უწყლობასთან მოუხდათ ბრძოლა. საჭმლის მარაგი 3 დღეში ამოეწურათ და მეტად რთული გადაწყვეტილების მიღება მოუხდათ – მკვდარი ადამიანების ხორცი უნდა ეჭამათ. სხვა გზა არც ჰქონდათ. რამდენიმემ ეს სიტუაცია ვერ აიტანა და თავი მოიკლა.
დარჩენილ 16 კაცს ანდების მთებში 1972 წლის 26 დეკემბერს შემთხვევით წააწყდნენ.
3. ახალი გვინეის კანიბალები
ახალ გვინეაში ფორეს ტომის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ თუ საკუთარ ნათესავებს შეჭამენ, მათ სულიერი ცოდვებისაგან გაათავისუფლებენ. ტომი დღესაც მისდევს ჩვეულ რიტუალს და პერიოდულად კვლავ ჭამენ ერთმანეთს.
4. მაიამელი კანიბალი
65 წლის უსახლკარო რონილდ პაპილი ბეწვზე გადაურჩა მაიამის კანიბალს, რომელსაც მისი შეჭმა სურდა. მაიამის კანიბალად ცნობილი რუდი უვჩინი ამერიკის ისტორიაში საშინელ მონსტრად შევიდა.
გადარჩენილ პაპილს სერიოზული მკურნალობა დასჭირდა, გამოჯანმრთელების შემდეგ კი ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს. აი, რას ამბობდა ის მომხდართან დაკავშირებით:
,,თავს დამესხა. სახე კედელზე მიმარტყმევინა, შემდეგ ძირს მახოხიალა და ცდილობდა, თვალები ამოეთხარა. აღარ ვიცოდი, რა მექნა, არაფრის ძალა აღარ მქონდა, სულ სისხლში ვიყავი მოსვრილი. შემდეგ… თვალები ამომთხარა და ჭამა დაიწყო… საშინელებაა, გაგრძელება აღარ მინდა…”
რონილდ პიპილს პლასტიკური ქირურგების დახმარებით ამჟამად ახალი სახე აქვს. განცდილი შიშის გამო ის ფსიქიკურ აშლილობას უჩივის და დღესაც ფსიქიატრიულ კლინიკაშია.
5. დორანგელ ვარგასი
1995 წელს ფსიქოპათ დორანგელ ვარგასის საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩინეს გვამი კიდურების გარეშე. ვარგასი პოლიციამ დააკავა და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, 1999 წელს, პოლიციამ მის ბინაში 10 ადამიანის გვამი იპოვა. გვამები დაჩეხილი იყო და თავები ცალკე ელაგა.
კანიბალმა ვარგასმა სასამართლოში შემდეგი ჩვენება მისცა: ,,არც ერთი მათგანი არ მომიკლავს, გვამები მკვლელებმა მომცეს… მე ისე ვჭამ ადამიანის ხორცს, როგორც ახალდამწიფებულ მსხალს”.