ავსტრალიის პოლიციამ სახლში 5 ადამიანის ცხედარი იპოვა

ავსტრალიის პოლიციამ სახლში 5 ადამიანის ცხედარი იპოვა

ავსტრალიაში, ქალაქ პერტის გარეუბანში, ბედფორდის დასახლებაში, ერთ-ერთ სახლში 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათ შორის არიან ქალები და ბავშვებიც. ამის შესახებ BBC წერს.

პოლიციის ინფორმაციით, ერთი ადამიანია დაკავებული. ჯერჯერობით უცნობია, რა აკავშირებთ გარდაცვლილებს.

ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ.