"იძებნება მწარმოებელი..." - ცაცია "ქართლის დედა", რომელიც თამარ მეფედ საღდება

სოციალურ ქსელში "ქართლის დედის" ფოტო ვრცელდება, სადაც სუვენირს, რომელიც ძირითადად ტურისტებისთვისაა განკუთვნილი, დამზარებულია წარწერით: "QUEEN TAMARA TBILISI". ფოტოს "ფეისბუქის" მომხმარებელი ნათია ხრიკული ავრცელებს წარწერით:

"ქართლის დედა თუ თამარ მეფე საკითხავი აი ეს არის...

იძებნება მწარმოებელი დედის ქოცის დასახურებლად

დედაც კი გაგვიცაციეს..."

სუვენირს ფეისბუბქმომხმარებლების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ბევრი მათგანი ამას შეგნებულ დივერსიასაც უწოდებს.
გარდა იმისა, რომ მას მწარმოებელმა თამარ მეფე უწოდა. ფიალა და ხმალიც ქართლის დედას არასწორად უჭირავს - ხმალი ნაცვლად მარჯვენა ხელისა, მარცხენაში უჭირავს, ხოლო ფიალა - მარჯვენაში, ნაცვლად მარცხენისა.