გუშინ აშშ-ში გამომავალმა მუსიკალურმა ჟურნალმა “Billboard”-მა, მუსიკალური ალბომების წინა კვირის ადგილობრივი ჰიტ-პარადი გამოაქვეყნა.
ისევე როგორც დიდ ბრიტანეთში, აშშ-იც მომღერალი ბეიონსეს ახალი სტუდიური ჩანაწერი “4” გალიდერდა.
ეს ალბომი გაყიდვაში მიმდინარე წლის 24 ივნისს გამოვიდა და პირველ კვირას აშშ-ში მისი 310 ათასი ცალი გაიყიდა. ამით მომღერალმა ამერიკულ ჩართებში უპირობო ლიდერობა ხელთ იგდო.
მართალია მეორე კვირას ამ ალბომის მხოლოდ 115 ათასი ცალი გასაღდა, მაგრამ ბეიონსემ პირველი პოზიცია მაინც ულაპარაკოდ შეინარჩუნა.
მეორე ადგილზე ბრიტანელი მომღერალი ადელის ალბომი “21”-ია.
მესამე პოზიცია კი პროექტი Selena Gomez & The Scene-ს მიერ ჩაწერილ სტუდიურ ნაშრომს “When the Sun Goes Down” ერგო.