კესარია ამბრამიძე ვეგეტარიანელი ხდება. ამის შესახებ ყველაზე ცნობილმა ქართველმა ტრანსგენდერმა მოდელმა ფეისბუკზე დაწერა და მისი ამ გადაწყვეტილების მიზეზიც ახსნა:
„არ შეიძლება ვჭამდე იმას, რასაც შეიძლება ვუყვარდე. ცხოველებს, რომელსაც შეუძლია გვერდიდან არ მომშორდეს და ადამიანზე ბევრად ერთგული იყოს ჩემთვის, მე ადამიანი ვჭამდე. ადამიანი სწორედ იმიტომ არის ადამიანი, რომ მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები, შეიცოდოს და რაღაცაზე თქვას უარი. მოკლედ, ვეგეტარიანელი ვხდები და აღარ ვაპირებ იმის ჭამას რასაც სიყვარული შეუძლია.“- წერს კესარია აბრამიძე.