მოსკოვში ტრანსგენდერი ნაზარ გულევიჩი არც ქალების და არც კაცების საპატიმროში არ ჩასვეს. პოლიციელებმა ის ციხის საავადმყოფოში გაუშვეს. ამის შესახებ გაზეთი "კამსამოლეცი" წერს.
გაზეთის ცნობით, გულევიჩმა სქესის შეცვლა მხოლოდ დოკუმენტებში მოასწრო: "ქალიდან კაცად გახდომის ტრანსფორმაციის დრო გაიწელა და დაკავების მომენტში დასრულებული არ იყო".
გულევიჩი თაღლითობის ბრალდებით 25 აგვისტოს დააკავეს. ის თავიდან ქალების ციხეში გაუშვეს, თუმცა ექიმებმა, რომლებმაც ტრანსგენდერი შეამოწმეს, განაცხადეს, რომ მას ვერ მიიღებდნენ. შემდეგ მის მიღებაზე უარი თქვეს კაცების საკანშიც.