ყოველდღიურმა ჰოლანდიურმა გაზეთმა Trouw მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. სტატია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური ბიოგრაფიის ფრაგმენტებისა და მისი ციტატებისაგან შედგება საერთაშორისო და რეგიონული პოლიტიკის შესახებ.
პუბლიკაციაში ქართველი მკითხველისთვის ინფორმაციულად ახალი არაფერია. თუმცა თვალშისაცემია სტატიის მთავარი ფოტო, რომელზეც ძველებურ ბაღში, მცირე ზომის ქანდაკებების გვერდით მიხეილ სააკაშვილი არტისტულად პოზირებს, როგორც ძველი დროის „გმირი“ თანამედროვე ტანსაცმელში („დახეულ“ ჯინსსა და Balenciaga-ს სპორტულ ფეხსაცმელში).