იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ ისტორიული გეგმის განხორციელების თარიღი გამოაცხადა. სფეროს სპეციალისტები ასტეროიდის ზედაპირს რობოტების მეშვეობით შეისწავლიან. ამის შესახებ BBC წერს.
კოსმოსური ხომალდი Hayabusa 2 ასტეროიდ Ryugu-ს ივნისში 3 წლისა და ექვს თვიანი მოგზაურობის შემდეგ მიუახლოვდა.
ოფიციალურმა პირებმა უკვე აირჩიეს კონკრეტული თარიღები, როდესაც რობოტები Hayabusa 2-დან დაეშვებიან.
რობოტები ასტეროიდზე განსხვავებულ ლოკაციებზე განლაგდებიან.
პროექტის განხორციელების თარიღად 21 სექტემბერი და 3 ოქტომბერი დასახელდა.