რომის ისტორიულ ცენტრში, სან-ჯუზეპე-დეი-ფალეიამის ეკლესიის სახურავი ჩაინგრა. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ცნობა არ ვრცელდება. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.
სახურავის ჩანგრევის დროს, ეკლესია დაკეტილი იყო. მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. როგორც Corriere della Sera წერს, ნგრევისას წარმოქმნილმა ნამსხვრევებმა უძველესი, მამერტინის ციხე დააზიანა.