შოტლანდიელმა ფერმერმა გოგოს ხელი ძროხაზე გაკეთებული წარწერით სთხოვა

შოტლანდიელმა ფერმერმა გოგოს ხელი ძროხაზე გაკეთებული წარწერით სთხოვა

ფერმერმა გოგოს ხელი ძროხაზე გაკეთებული წარწერის მეშვეობით სთხოვა. ამის შესახებ BBC წერს. 

კრის გოსპელმა ელი ფრეიზერისთვის ხელის სათხოვნელად მარკერი გამოიყენა, რომლის მეშვეობითაც ძროხის ერთ მხარეს წარწერა „ცოლად გამომყვები?“ დააწერა. 

ხელის თხოვნის დროს კრისმა მუხლებზე დაიჩოქა და გოგომ ძროხაზე დაწერილი წარწერა წაიკითხა, რაზეც თანხმობა განაცხადა. 

30 წლის კრისმა BBC-ის შოტლანდიის ბიუროს განუმარტა, რომ Curlytop-ი მისი ცოლის ფავორიტი ძროხაა.