მთაწმინდაის ფერდობზე შესაძლოა წარწერა "თბილისი" განთავსდეს. ეს ინიციატივა პროექტის "შენი იდეა ქალაქის მერს" ფარგელებში მერიას ერთ-ერთმა მოქალაქემ შესთავაზა. ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"ჩვენი თანამოქალაქე გვთავაზობს ფუნიკულიორის ფერდობზე განთავსდეს წარწერა "თბილისი", ამ საკითხს ჩვენ გავიტანთ მერიასთან არსებულ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე, რამდენადაც მთაწმინდის მთა ისტორიულ-კულტურულ ზონაში მდებარეობს", - განაცხადა თბილისის მერმა.