29 აგვისტოდან, კომპანია Nest-ის კარის ჭკვიანი საკეტი განახლდება და Google ასისტენტისა და Home-ის მხარდაჭერას მიიღებს. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს.
განახლების შემდეგ Nest-ის კარის საკეტს შემდეგი ფუნქციები დაემატება:
- კარის ჩაკეტვა ხმოვანი ბრძანებით Hey Google;
- Google ასისტენტისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა ჩაკეტილია თუ არა კარი;
- კონკრეტული დღეებისა და საათების წინასწარ მონიშვნა თუ როდის ჩაიკეტოს კარი.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე სისტემას კარის ხმოვანი ბრძანებით გაღების ფუნქცია არ დაუმატეს, რომ უცნობებმა ამ გზით ის გარედან არ გახსნან.