გაირკვა, თუ რატომ მივიდა პრინცი ჰარი მეგობრის ქორწილში ძირგახვრეტილი ფეხსაცმლით

გაირკვა, თუ რატომ მივიდა პრინცი ჰარი მეგობრის ქორწილში ძირგახვრეტილი ფეხსაცმლით

ის ფაქტი, რომ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი პრინცი ჰარი მეგობრის ქორწილში ძირგახვრეტილი ფეხსაცმლით მივიდა, მედიის მსჯელობის საგანია. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის გარემოება, თუ რატომ ეცვა ჰარის გახეული ფეხსაცმელი.

ამ საკითხზე კი სამეფო ოჯახში ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა. მედიაში კი ვარაუდობენ, რომ ეს ფეხსაცმელი ჰარის შესაძლოა ძალიან უყვარს, სწორედ ამიტომ ვერ ელევა მას.

თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება, ჰარის გახეული ფეხსაცმელი ეცვა, თანაც საჯაროდ.

ფაქტის დამადასტურებელი ფოტოები კი ჩარ­ლი ვან შტრა­უ­ბენ­ზეს ქორწილიდან მალევე სოციალურ ქსელში გავრცელდა.