მადამ ტიუსოს მუზეუმში ავსტრალიის პრემიერმინისტრების ფიგურების გაკეთებას ვერ ასწრებენ

მადამ ტიუსოს მუზეუმში ავსტრალიის პრემიერმინისტრების ფიგურების გაკეთებას ვერ ასწრებენ

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, "მადამ ტიუსოს მუზეუმი", სადაც ცნობილი ადამიანების ცვილის ფიგურებია გამოფენილი, საგონებელში ჩავარდა. მუზეუმის ავსტრალიის ფილიალი ჩივის, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრები სწრაფად იცვლებიან და მუზეუმი მათი ცვილის ფიგურების დამზადებას ვერ ასწრებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მუზეუმის ავსტრალიის ფილიამა, რომელიც სიდნეიში მდებარეობს, გადაწყვიტა, რომ კოლექციისთვის პრემიერმინისტრ მალკოლმ ტერნბულის ცვილის ფიგურა შეემატებინა. თუმცა ექსპონატზე მუშაობა ჯერ დასრულებულიც არ ჰქონდა, რომ ტერნბულმა თანამდებობა დატოვა. მისი ადგილი რამდენიმე დღის წინ სკოტ ნიკოლსონმა დაიკავა.

აწ უკვე ყოფილი პრემიერმინისტრის ცვილის ფიგურის დადგმა 24 ოქტომბერს, ტერნბულის 64-ე დაბადების დღეზე იგეგმებოდა.

"ნაკლებსავარაუდოა, რომ მოვასწროთ პრემიერმინისტრის ცვილის ფიგურის დამზადება, თუ ისინი ასეთი სიჩქარით შეიცვლებიან. ჩვენ არ გვსურს, რომ მუზეუმში მდებარე "მსოფლიოს ლიდერთა მისაღები ოთახი" ავსტრალიის ყოფილი პრემიერმინისტრების ოთახად იქცეს", - თქვა მადამ ტიუსოს მუზეუმის, სიდნეის ფილიალის მენეჯერმა მარკ კონალიმ გამოცემა Sydney Morning Herald-თან. 

ბოლო 10 წლის განავლობაში ჯულია გილარდი ერთადერთი ყოფილი პრემიერმინისტრია, რომლის ცვილის ფიგურის დადგმაც მუზეუმში თანამდებობაზე მისი ყოფნის დროს მოესწრო.