სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას ჩეჩნეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ამერიკელ პოლიტიკოსთა შორის ის გამოირჩეოდა გაუგებარი სიძულვილით რუსეთის მიმართ. მას არ მოსწონდა რუსეთის არსებობა. ყველაფერი ალაჰის ნებაა. რუსეთი კი იყო, არის და იქნება,“ - წერს რამზან კადიროვი Telegram-ის გვერდზე.
გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკელმა სენატორმა მკურნალობა შეწყვიტა.
ჯონ მაკკეინი რესპუბლიკელ სენატორებთან ლინდსი გრეჰემთან და დემოკრატ ემი კლობუშართან ერთად საქართველოს ბოლოს 2017 წლის იანვარში ესტუმრა და აეროპორტიდან პირდაპირ სოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში ჩავიდა.
მანამდე სამძიმრის წერილი გაავრცელეს პრემიერმინისტრმა ბახტაძემ, ასევე გიორგი მარგველაშვილმა და ირაკლი კობახიძემ.