ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანია რუსმა ტროლებმა აწარმოეს

ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანია რუსმა ტროლებმა აწარმოეს

ახალი კვლევის მიხედვით, ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანია რუსმა ტროლებმა და ბოტებმა აწარმოეს. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამის მიზანი ვაქცინაციის მიმართ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულების შექმნა იყო. კვლევა American Journal of Public Health-ში გამოქვეყნდა.

კვლევის ფარგლებში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის სპეციალურმა ჯგუფმა სოციალურ ქსელში, კერძოდ Twitter-სა და Facebook-ში ვაქცინაციის უსაფრთხოების შესახებ გამართული დებატები შეისწავლა.

აღმოჩნდა, რომ ვაქცინაციის შესახებ ნეგატიურ ინფორმაციას ის მომხმარებლები ავრცელებდნენ, რომლებიც 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც აქტიურობდნენ.

„ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ვაქცინაციის უსაფრთხოების შესახებ დებატები ინტერნეტში წინა წლებთან შედარებით 22-ჯერ გაიზარდა. ინტერნეტტროლები ცდილობენ, ევროპულ და ამერიკულ საზოგადოებაში ვაქცინაციის მიმართ უნდობლობა დანერგონ. ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ვაქცინაცია ბავშვებში სხვადასხვა სახიფათო დაავადებას იწვევს“, – წერია სტატიაში.

20 აგვისტოს დაიწერა, რომ ევროპაში წითელათი ინფიცირების შემთხვევები რეკორდულად გაიზარდა.

გაზაფხულზე, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, რომ აცრები საქართველოში სავალდებულო იყოს.