ალა პუგაჩოვა ყირიმში სიმღერაზე ლაიმა ვაიკულეს უარს ეხმიანება

ალა პუგაჩოვა ყირიმში სიმღერაზე ლაიმა ვაიკულეს უარს ეხმიანება

რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვა ამბობს, რომ ლაიმა ვაიკულე უმჯობესია გაჩუმდეს, თუმცა "მის ენას ძვალი არ აქვს." ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ლაპარაკია ინციდენტზე, რის გამოც ვაიკულე რუსული შოუბიზნესისა და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მომღერალმა თქვა, ყირიმში არასდროს იმღერებს, თუნდაც მაღალი ჰონორარი შესთავაზონ. ამის შესახებ მომღერალმა ოდესაში კონცერტის წინ გამართულ პერსკონფერენციაზე ილაპარაკა.

გარდა ამისა, ვაიკულემ თავისი კოლეგების დასაცავად, რომლებიც უკრაინაში „შავ სიაში“ მოხვდნენ, განაცხადა, რომ ისინი ბავშვებივით არიან, რომლებმაც არ იციან, რა ხდება რეალურად.