ბელგიაში ნაპოვნმა კოკაინმა რუსეთის მმართველი პარტიის წევრები გაამხიარულა

ბელგიაში ნაპოვნმა კოკაინმა რუსეთის მმართველი პარტიის წევრები გაამხიარულა

რუსეთის მმართველი პარტიის "ედინაია რასიას" თავმჯდომარის მდივანმა ევგენი რავენკომ, ბელგიაში ორი ტონი კოკაინის პოვნაზე, რომელსაც პარტიის ლოგოტიპი ეხატა, კომენტარი Facebook-ზე გააკეთა. 

"აი ნამდვილი პოპულარობა! ახლა, ლათინოამერიკელმა ნარკობარონებმაც გაიგეს პარტია "ედინაია რასიას" არსებობის შესახებ და კოკაინის ახალი პარტია ჩვენი ლოგოტიპით ამჯერად არა ბრაზილიაში, არამედ ბელგიაში გააგზავნეს", - დაწერა დეპუტატმა. 

რავენკო ფიქრობს, რომ ნარკომოვაჭრეებს სავარაუდოდ მოეწონათ დათვის სიმბოლო. "ყოველი შემთხვევისთვის, კარგად გამაცინეთ", - დასძინა პარლამენტარმა. 

დღეს, ბელგიაში „ედინაია რასიას“ ლოგოტიპიან ყუთებში დაფასოებული 2 ტონა კოკაინი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.