ქართველი ემიგრანტი ნანა ბერიშვილი ფეისბუქში წერს:
,,მე პირადად 3 წელია ვარ ემიგრაციაში, ვშრომობ გაუსაძლისი შრომით, თანაც მიზერულ თანხად. იმედი მაქვს, შეიცვლება 28 ოქტომბერს ეს მთავრობა და დავბრუნდები ჩემს სამშობლოში. ძალიან დავიღალე ასეთი მდგომარეობით.
ბევრ ემიგრანტთან ვმეგობრობ, ყველას იმედი გვაქვს, რომ დავბრუნდებით და ჩვენი ოჯახები ისევ გამთლიანდებიან. აი, ბაქრაძეს კი ენა მინდა, ამოვგლიჯო იმ სიტყვებისთვის, ისევ ემიგრაციაში რომ უნდა ჩვენი დასაქმება. საკმარისია, უკვე ვეღარ მოვითმენთ ამდენ ვირეშმაკობებს”.
საქმე ის არის, რომ ,,ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ წყნეთში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი ,,ერთ-ერთი მთავარი დაპირება გახლავთ ემიგრანტების დახმარება, ვიდრე ისინი საქართველოში დაბრუნდებიან: შრომითი ბაზრის გახსნა, სამუშაო კვოტების გამოყოფა, რაც ნიშნავს გარანტირებულ მინიმალურ ხელფასს, რაც ნიშნავს სამედიცინო დახმარებას, რაც ნიშნავს მათ დაცულობას დეპორტაციისგან და პოლიციის უკანონო ქმედებებისგან”.