ნიუ-იორკის შტატის პირობით-ვადამდე გატავისუფლების კომისიამ მარკ დევიდ ჩეპმენს, რომელიც ჯონ ლენონის მკვლელობისთვისაა მსჯავრდებული, გათავისუფლებაზე უარი უთხრა.
კომისიის წევრებმა მიიჩნიეს, რომ ჩეპმენის გათავისუფლება „საზოგადოების კეთლდღეობასა და უსაფრთხოებასთან შეუთავსებელია“ და არ შეესაბამება დანაშაულის სიმძიმეს.
კომისიის გადაწყვეტილებაში ნათვამია, რომ დამნაშავეს მკვლელობის ჩადენის არანაირი საფუძველი არ ქონდა გარდა იმისა, რომ ცნობილი გამხდარიყო. ამასთანავე კომისია ვარაუდობს, რომ მსჯავრდებულის გათავისუფლების შემთხვევაში შესაძლოა ვინმე მის მოკვლას შეეცადოს, იმისთვის რომ ცნობილი გახდეს.
აქამდე ჩეპმენმა გათავისუფლების მოთხოვნით კომისიას უკვე 9-ჯერ წარუმატებლად მიმართა. შემდეგ ჯერზე მას კომისიისთვის მიმართვა 2020 წლის აგვისტოში შეეძლება.