ხობში, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში სალარო აპარატის ქვითარზე დატანილია წარწეწრა „რუსეთი ოკუპანტია“. წარწერა ინგლისურადაცაა. ობიექტის მფლობელი ინდმეწარმე, როლანდ სერგიაა.
საპროტესტო გზავნილის წარწერიანი ქვითრის ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„დიდ პატივს ვცემ ესეთ ინდ.მეწარმეებს. (ვინც არ იცით, ეს არის სალარო აპარატის ჩეკი)"- წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი გოგიტა ოდიშარია.
ფოტოს კომენტარებში ეხმიანებიან და ქვითარზე დატანილი მისმართის არსებობას აპროტესტებენ.
"სტალინის ქუჩა ტეხავს","ქართულ მიმსამართში დიქტატორის სახელია", „ოთხოზორიას სამი მაინც იყოს"- წერენ მომხმარებლები კომენტარებში.