ვენაში აფხაზეთის თემაზე ახალგაზრდების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

ვენაში აფხაზეთის თემაზე ახალგაზრდების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

"ჩვენ ვხატავთ აფხაზეთს" - ამ სახელწოდებით გამოფენა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა. ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა ექსპრომტად აფხაზეთის თემატიკაზე ნამუშევრები შექმნეს, რომელიც მომოვალში ალბომად გამოიცემა.

პროექტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოზარდებიც ჩაერთნენ, რომლებმაც საკუთარი თვალით დანახული აფხაზეთი ფურცლებზე გააცოცხლეს. პარალელურად, ოთხი დღის განმავლობაში სათვისტომოს საკვირაო სკოლაში მასტერკლასები მიმდინარეობდა. დღესვე საკვირაო სკოლაში ქართული კუთხე გაიხსნა.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ვენაში მცხოვრებ სათვისტომოს წიგნები გადასცა.