კლიმატოლოგების თქმით, გრენლანდიის ჩრდილოეთ მრავალწლიანი და ყველაზე სქელი ყინული ქრება. სპეციალისტების თქმით, ამან შესაძლოა არქტიკულ სელაპებსა და თეთრ დათვებს საფრთხე შეუქმნას. ამის შესახებ Science Alert-ი წერს.
თანამგზავრით გადაღებული კადრები აჩვენებს, რომ ყინული, რომელიც არქტიკის ნაწილს ფარავს, დროთა განმავლობაში გათხელდა. სპეციალისტების თქმით, აგვისტოს დასაწყისში ამის გამო ზღვის ზედაპირი გაიხსნა, რომელიც მანამდე ყინულით იყო დაფარული.
მანამდე მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ ამ რეგიონში მრავალწლიანი ყინული კიდევ დიდხანს იქნებოდა. სპეციალისტები ყინულის დნობას ჰაერის ტემპერტურის ზრდას უკავშირებენ.
გლობალური დათბობის საფრთხეების შესახებ შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.