თურქული სერიალების ვარსკვლავი მერიემ უზერლი საქართველოშია. "ჰიურემ სულთანი" ბათუმში ახალი ფილმის გადაღებაში მონაწილეობს. მსახიობმა ბათუმში გადაღებული ფოტო ინსტაგრამზე ატვირთა.
თურქი მსახიობი მერიემ უზერლი საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული სერიალ "დიდებული საუკუნის" ეთერში გასვლის შემდეგ გახდა, სადაც მან ჰიურემ სულთნის როლი შეასრულა.