რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალს, ვალერი მელაძეს საქართველოს მოქალაქეობის მიღება უნდა. გავრცელებული ინფორმაციით ამ მოთხოვნით მან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურად უკვე მიმართა. საქმე ეხება ორმაგ მოქალაქეობას, ვალერი მელაძეს საქართველოს მოქალაქეობის მიღება, რუსეთის მოქალაქეობის შენარჩუნებასთან ერთად სურს.
შეგახსენებთ 15 აგვისტოდან ამოქმედდა „მოქალაქეობის შესახებ“ კანონი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, უფლება აქვს, 2020 წლის 31 დეკემბრამდე სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით მიმართოს. დასაშვები გახდა ორმაგი მოქალაქეობაც.
რუსული ესტრადის ვარსკვლავი, ვალერი მელაძე 1965 წელს ბათუმში დაიბადა, უმაღლესი განათლება უკრაინაში მიიღო და იქვე დაიწყო მუსიკალური კარიერაც, რის შემდეგაც რუსეთში გადავიდა.