იაპონიის სკოლებში ინგლისურად მოლაპარაკე რობოტები გამოჩნდებიან. იდეის ავტორი ქვეყნის განათლების სამინისტროა. ამის შესახებ Engadget-ი წერს.
პირველ ეტაპზე ინგლისურენოვანი რობოტები ქვეყნის მასშტაბით 500 სკოლაში გამოჩნდება. პროექტის მიზანი უცხო ენაში მასწავლებლებისა და მოსწავლეების ცოდნის გაუმჯობესებაა.
პროგრამა ქვეყანას სრულად 2 წელში მოიცავს. სკოლების რობოტიზაციის პირველი ეტაპი 2019 წლის აპრილში დაიწყება.
ბოლო წლების განმავლობაში რობოტებმა იაპონიის საკლასო ოთახები დაიპყრეს. ჯერ კიდევ 2009 წელს იაპონიის ერთ-ერთ სკოლაში რობოტი საია გამოჩნდა. ის გაკვეთილებს მე-5 კლასელებს უტარებდა.