ნიკა ქავთარაძე:

ნიკა ქავთარაძე: "რადგან მაინც მოგყავთ ეგენი ეთერებში, მაშინ დასცინეთ, დააჯვით და მიახვედრეთ, რომ ნაბიჭვრები არიან"

საზოგადოებრივი აზრის გამო მომხდარ თვითმკვლელობებს ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“სამწუხაროდ, საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში მედიას აქვს მთავარი როლი - ხალხი სხვა წყაროებს აღარ იყენებს აზროვნების, ფიქრის, ანალიზის და მსოფლმხედველობის ფორმირებისთვის.

ხოდა, მოდით ახლა გაიხსენეთ რამდენი ადამიანი გამოდის ყოველკვირეულად “ტელევიზორში”, რომელთა გამოსვლის მთავარი მიზანი და შედეგი თავისუფლების დისკრედიტაციაა.

ისინი რეიტინგს წერენ ყვირილით, ყაყანით, გინებით, “პატრიოტული” პათოსით.

ეს ყველაფერი კი ადამიანის პირადი თავისუფლების, არჩევანის თავისუფლების, განვითარების თავისუფლების, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ აჯგუფებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს.

შედეგად ვიღებთ ტრაგედიებს, რომლის მიზეზი შეუძლებელია თანამედროვე სამყაროში გახდეს თვითმკვლელობის საბაბი.

(აქ წავშალე დიდი აბზაცი, სადაც დეტალურად ვწერე ოჯახებში არსებულ უპასუხისმგებლობებზე)

ხოდა, ქართველო ტვ-ვარსკვლავებო, რადგან მაინც მოგყავთ ეგენი ეთერებში, მაშინ დასცინეთ, დააჯვით და მიახვედრეთ, რომ ნაბიჭვრები არიან. ასეთ დროს ხალხიც დაიწყებს აზროვნებას- რამდენიმე აზრი მაინც დაიბადება და ცოტა მეტს იფიქრებენ, სანამ შვილების მომავალს დაიკიდებენ.

თუ ამას არ იზამთ ყოველ ჯერზე, მაშინ ყველა თქვენი შეწუხებული და ტრაგიკულ სმაილებიანი FB პოსტები, დაჩაგრულ, მოკლულ და თვითმკვლელ ახალგაზრდებზე - იქნება ფარსი და პოპულისტური პიჟონობა.