ეგვიპტელმა მეცნიერებმა დაადგინეს თუ ვინ არის დამარხული შავ სარკოფაგში, რომელიც ქალაქ ალექსანდრიაში გათხრებისას იპოვეს. ამის შესახებ Egypt Independent-ი წერს.
ეგვიპტის სიძველეების სამინისტროს ცნობით, ერთ-ერთი მათგანი 35-39 წლის კაცია, რომლის სიმაღლე 160-165,5 სანტიმეტრი იყო, მეორე ასევე კაცია, რომელიც დაახლოებით 40-44 წლის იყო.
სამინისტროს ცნობით, მათთან ერთად დაკრძალულია 20-დან 25 წლამდე ასაკის ქალი, რომლის სიმაღლე 160-164 სანტიმეტრი იყო.
მეცნიერების თქმით, ისინი სარკოფაგში აღმოჩენილ ნაწილებს დნმ-ს ანალიზებს ჩაუტარებენ, რათა დაადგინონ იყვნენ თუ არა იქ დამარხულები ნათესავები.