ბრიტანელი და უკრაინელი პარაპლანისტები ჰაერში შეჯახებისას დაიღუპნენ

ბრიტანელი და უკრაინელი პარაპლანისტები ჰაერში შეჯახებისას დაიღუპნენ

ბრიტანელი და უკრაინელი პარაპლანით მფრინავი სპორტსმენები ჰაერში შეჯახებისას დაიღუპნენ. ამის შესახებ BBC წერს. 

ინეს პაუელმა და იგორ ვოლოვმა ჰაერში შეჯახებისას მრავლობითი დაზიანებები მიიღეს. უბედური შემთხვევა მაკედონიაში მოხდა. 

54 წლის პაუელი და 56 წლის ვოლოვი კრუსევოში, 24 აგვისტოს გასამართ ბრიტანეთის ღია ჩემპიონატისთვის ემზადებოდნენ. 

ბრიტანელი მწვრთნელი საავადმყოფიში მიყვანიდან მალევე, ხოლო უკრაინელი ვოლოვი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.