პუტინი

პუტინი "ახალი ამერიკელი პრეზიდენტი" გახდა

კოლორადოს შტატში, კაპიტოლის შენობაში მოულოდნელად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პორტრეტი გამოჩნდა. ფოტო ამ სიტყვებით გამოფინეს:- "პრეზიდენტის პორტრეტების დარბაზი დღეს".- ამ ინფორმაციას ტვიტერის გვერდზე წერს სახელმწიფო სენატორი სტივ ფეინბერგი. მას თან ახლავს ასევე წარწერა:- პუტინი ამერიკის პრეზიდენტია.

ამერიკელი პრეზიდენტების გალერეაში ვიღაცამ იმ ადგილას, სადაც უნდა ყოფილიყო ტრამპის სურათი, პუტინის სურათი გამოფინა. ამჟამად გალერეაში ტრამპის ფოტო არ არის. საპრეზიდენტო პორტრეტის გამოფენა კერძო შემოწირულობებით ფინანსდება. რადგან საჭირო თანხა 10 ათასი დოლარი არ იყო, პუტინის პორტრეტი სწრაფად მოიხსნა.