ასი ათასი ადამიანი თანახმაა თავისი სიცოცხლე მარსზე დაასრულოს

ასი ათასი ადამიანი თანახმაა თავისი სიცოცხლე მარსზე დაასრულოს

რამდენიმე წლის წინ დაიწყო იმ მოხალისეთა შეგროვება რომლებიც მზად არიან პლანეტა მარსზე გასამგზავრებლად. უკვე 100 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიიღოს ექსპედიციაში მარსზე და თავისი სიცოცხლის დარჩენილი წლები "წითელ პლანეტაზე" გაატაროს. მათგან 40 „იღბლიანი" სამუდამოდ დატოვებს დედამიწას 2022 წლის სექტემბერსა და 2023 წლის აპრილში.

ეს თამამი და რისკიანი პროექტი ორგანიზატორებს სავარაუდოდ 6 მილიარდი დოლარი დაუჯდებათ.

„ჩვენ გვინდა მოვუყვეთ მსოფლიოს, როგორ გაემგზავრა ადამიანი მარსზე, როგორ დასახლდა იქ, რომ მოეწყო ახალი სამყარო და ახალი პლანეტა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მომნუსხველი იდეაა, რომელიც ოდესმე მომხდარა და გვინდა მთელ სამყაროს გავუზიაროთ ჩვენი ემოციები" - განაცხადა ამ პროექტის დირექტორმა, ჰოლანდიელმა ბას ლანდსდორპმა.