რა ხდება თქვენს ორგანიზმში როცა გძინავთ

რა ხდება თქვენს ორგანიზმში როცა გძინავთ

ყველასთვის ცნობილია, რომ სანამ გვძინავს, ჩვენი ორგანიზმი განაგრძობს მუშაობას. დუნდება და ემზადება მომავალი დღისთვის, აღიდგენს ძალებს.

ძილის პირველი საათი - სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა ორმაგდება, სხეულის ტემპერატურა ეცემა.

ძილის მეორე საათი - სხეული კიდევ უფრო მეტად დუნდება, მაგრამ ყოველ უჯრედში უკვე მიდის აღდგენითი სამუშაოები.

ძილის მესამე საათი - ტვინი იწყებს მთელი დღის მანძილზე მიღებული ინფორმაციის გაანალიზებას და ამ დროს ვიწყებთ სიზმრების დანახვას.

ძილის მეოთხე საათი - ყველა ორგანო ისვენებს, გარდა ღვიძლისა. ის ცდილობს, ორგანიზმი გაწმინდოს დაგროვებული შლაკებისაგან.

ძილის მეხუთე საათი - ორგანიზმი საბოლოოდ დუნდება, პულსი და სუნთქვა ძალიან გაიშვიათებულია. არტერიული წნევა კი დაბალ ზღვარზეა.

ძილის მეექვსე საათი - ტვინს მიეწოდება სისხლის მინიმალური რაოდენობა. ამიტომ არაა მზად გაღვიძებისთვის. თუმცა ამ დროს ნებისმიერ უმნიშვნელო ხმასაც კი შეუძლია მისი გაღვიძება.

ძილის მეშვიდე საათი - თირკმელები ისვენებს, კუნთები მოდუნებულია, ნივთიერებათა ცვლა შენელებულია, მაგრამ ორგანიზმი უკვე მზადაა გასაღვიძებლად.

ძილის მერვე საათი - თირკმელზედა ჯირკვლები იწყებენ სისხლში ადრენალინის ჰორმონების აქტიურად გაშვებას და გულისცემა ხშირდება. ორგანიზმი უკვე ემზადება გასაღვიძებლად, თუმცა ცნობიერება ისევ მოდუნებულია.

ძილის მეცხრე საათი - იმუნური სისტემის ვარსკვლავური საათი. უკვე დროა გრილი შხაპის მიღების.