ბრიტანული როკ-ჯგუფი “Bush” სტუდიაში მუშაობას ასრულებს და ახალ ალბომს მიმდინარე წლის 13 სექტემბერს გამოუშვებს. ამ ნამუშევრის სახელწოდებაა “The Sea of Memories”.
ახალი დისკის ჩაწერაში ჯგუფის წევრებს პროდიუსერი ბობ როკი ეხმარება. მისი სახელი დაკავშირებულია ისეთ მუსიკალურ ჯგუფებთან როგორებიც არიან: “Mettalica”, “Aerosmith”, “Bon Jovi”, “Motley Crue” და “The Offspring”.
ჯგუფი “Bush” 1992 წელს ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში შედიან: ვოკალისტი გევინ როსდეილი, გიტარისტი ნაიჯელ პულსფორდი, ბას-გიტარისტი დეივ პარსონი, მედოლე რობინ გუდრიჯი.
ჯგუფის სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი “Sixteen Stone” 1994 წლით არის დათარიღებული.
1996-დან 2001 წლამდე “Bush”-მა კიდევ სამი ალბომი გამოუშვა.
2002 წელს მუსიკოსები დროებით დაიშალნენ, მაგრამ 2010 წელს თანამშრომლობა კვლავ აღადგინეს.