ირანი საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრ პროტესტს გამოთქვამს თბილისის აეროპორტში ირანის ზოგიერთი მოქალაქის მიმართ, მათი შეფასებით, შეუსაბამო მოპყრობის გამო. ამის შესახებ ირანის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის ბაჰრამ ქასემის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაშია საუბარი.
მისი ცნობით, პროტესტის მიზეზი გახდა თბილისი-ისპაჰანის ავიარესიის დროს მომხდარი ინციდენტი, როდესაც აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გუმშვებ პუნქტზე, საბუთების შემოწმების დროს ირანელ ქაბატონებს ჩადრის მოხსნას აიძულებდნენ. ამის შესახებ ირანის საგარე უწყებას ინფორმაცია თავად მგზავრებმა მიაწოდეს.
ირანელი დიპლომატის განცხადებით, ამ ფაქტთან დაკავშირებით ირანის საელჩომ საქართველოში საპრტესტო ნოტა გაუგზავნა როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე თბილისის საერთაშორიოს აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურს. ასევე ირანის საგარე საქმეთა სამინიტსრომ პროტესტით მიმართა თეირანში საქართველოს საელჩოს.
„გატარებლი ღონისძიების შემდეგ, იმედს ვიტოვებთ, რომ რომ ამიერიდან მსგავსი ფაქტები აღრ მოხდება და აეროპორის უსაფრთხეობის თანამშრმლები პატივსცემით მოეპყრობიან მუსლიმი ქალბატონების პირად ცხოვრებას“, - ნათქვმია ბაჰრამ ქასემის განცხადებაში.