ჟირინოვსკი:  ყირიმიც ჩვენია, ყარაბახიც, დნესტრისპირეთიც, აფხაზეთიც

ჟირინოვსკი: ყირიმიც ჩვენია, ყარაბახიც, დნესტრისპირეთიც, აფხაზეთიც

რუსეთის ლიბერალ-დემოკრატების ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ მორიგი ველიკოდერჟავული განცხადება გააკეთა. რუსებს, უკრაინელებსა და ბელორუსებს ერთი მარტივი იდეოლოგია უნდა გვაერთიანებდეს - ერთი მიწა, ერთი ხალხი, ერთი ქვეყანა, უნდა გავხსნათ საზღვრები, რადგან ჩვენ თანამემამულეები ვართ, - აცხადებს რუსეთის ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი.

"ყირიმიც ჩვენია, ყარაბახიც, დნესტრისპირეთიც, აფხაზეთიც. ყველას უნდა შეეძლოს წავიდეს ტარტუში, რიგაში, კიევში, სმოლენსკში, მინსკში, მოსკოვში, სევასტოპოლში, ბაქოში, თბილისში, ერევანში, ტაშკენტში, ყველგან საზღვრების გარეშე, რადგან ყველგან თანამემამულეები არიან," - განაცხადა ჟირინოვსკიმ.