პუტინის დასწრება ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქორწილში, ვენის საგარეო იმიჯს სერიოზულად დააზარალებს

პუტინის დასწრება ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქორწილში, ვენის საგარეო იმიჯს სერიოზულად დააზარალებს

უცხოელი ექსპერტების აზრით, ვლადიმერ პუტინის დასწრება ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის კარინ კნაისელის ქორწილში, ვენისა და ქვეყნის საგარეო იმიჯს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.

მათი აზრით, პუტინის ჩამოსვლა იმის დამადასტურებელი ფაქტია, რომ მოსკოვსა და ვენას შორის სერიოზული კავშირები შეიძლება დამყარდეს. 53 წლის კარინ კნაისელი საგარეო საქმეთა მინისტრად 2017 წლის დეკემბერში დაინიშნა და იგი მმართველი "თავისუფლების პარტიის" წარმომადგენელია. მინისტრის მომავალი მეუღლე 65 წლის ბიზნესმენი ვოლფგანგ მაილინგერია.

თავისუფლების პარტიამ 2016 წელს "ედინაია როსსიასთან" დადო თანამშრომლობის ხელშეკრულება. იგი რუსეთისათვის სანქციების მოხსნის მომხრეა.

მმართველი პარტია ავსტრიის სახალხო პარტიასთან არის კოალიციაში. ამჟამად ავსტრია ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. პუტინის ვიზიტს უარყოფითად აფასებენ ოპოზიციური პარტიებიც და უცხოელი პოლიტიკოსებიც. ისინი აცხადებენ, რომ პუტინის დაპატიჟებით ავსტრიამ უარი განაცხადა ნეიტრალური პოლიტიკის გამტარებელი ქვეყნის იმიჯზე და რუსეთისკენ გადაიხარა.

"ავსტრიის საგარო საქმეთა მინისტრს ან არ ესმის, რომ პუტინი მას იყენებს ევროპის საბჭოში საქმეების მოსაგვარებლად, ან თავად მონაწილეობს ამ პროცესში. ორივე საკითხი მიუღებელია ავსტრიისთვის," - აცხადებს ინსბრუკის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გერჰარდ მანგოტი.